წელიწადი ცუდის მომტანი იქნება, თუ სახლში ქერათმიანი ქალბატონი შემოვა. სწორედ ლონდონიდან წამოვიდა მისალოცი ბარათების გაგზავნის ტრადიცია. პირველი საახალწლო მისალოცი ბარათი ინგლისში 1843 წელს დაიბეჭდა. დიდ ბრიტანეთში ბავშვები საჩუქრებს „შობის მამას“ უკვეთავენ, უფრო კონკრეტულად კი წერილს უგზავნიან, სადაც დეტალურად არის ჩამოწერილი სასურველი საჩუქრების ნუსხა.
