Saturday, September 23, 2017

ახალი წელი სხვადასხვა ქვეყნებში

დიდ ბრიტანეთში „პირველ სტუმარს“ ყველაზე დიდი ძალა აქვს ახალ წელს. სწორედ ეს პირველი ადამიანი უნდა იყოს შავგვრემანი, სიმპათიური, ახალგაზრდა მამაკაცი, საჩუქრად კი სასურველია მონეტა, ნახშირის ნატეხი, ან პური მოიტანოს, რათა ოჯახს ახალ წელიწადში არცერთი ჩამოთვლილთაგანი არ დააკლდეს. 
წელიწადი ცუდის მომტანი იქნება, თუ სახლში ქერათმიანი ქალბატონი შემოვა. სწორედ ლონდონიდან წამოვიდა მისალოცი ბარათების გაგზავნის ტრადიცია. პირველი საახალწლო მისალოცი ბარათი ინგლისში 1843 წელს დაიბეჭდა. დიდ ბრიტანეთში ბავშვები საჩუქრებს „შობის მამას“ უკვეთავენ, უფრო კონკრეტულად კი წერილს უგზავნიან, სადაც დეტალურად არის ჩამოწერილი სასურველი საჩუქრების ნუსხა.
ძილის წინ კი, ახალი წლის მოსვლის ღამეს ბავშვები მაგიდაზე თეფშებს ალაგებენ, რათა სანტამ საჩუქრები დაუდოს, ნაჭრის წითელ ჩექმებში კი თივას ყრიან და ამით სიმბოლურად სახედარს უმასპინძლდებიან.
ახალ წელს კი შეყვარებულმა წყვილებმა ერთმანეთს ომელას ტოტის ქვეშ უნდა აკოცონ, რათა მომავალ წელს არ დაშორდნენ.

ახალი წელი სხვადასხვა ქვეყნებში

დიდ ბრიტანეთში   „პირველ სტუმარს“ ყველაზე დიდი ძალა აქვს ახალ წელს. სწორედ ეს პირველი ადამიანი უნდა იყოს შავგვრემანი, სიმპათიური, ახალგაზრდა...